Posts

Showing posts from October, 2020

ლიტერატურული მეთიდი

Image
  ლიტერატურული მეთოდი ლიტერატურული  ნაწარმოების მეშვეობით სინამდვილის ასახვის თავისებური გზა.  („მეთოდოს” ბერძნულად ნიშნავს გზას). ამა თუ იმ მწერალს ან მწერალთა ჯგუფს სინამდვილის ასახვის სხვადასხვა  პრინციპი , სხვადასხვა გზა ახასიათებს. ზოგიერთი მწერალი უშუალოდ გვიხატავს ადამიანთა ცხოვრებას, ცხოვრების სინამდვილეს, ზოგი მათგანი კი, პირიქით, უშუალოდ არ გვიხატავს ცხოვრების სინამდვილეს, ზურგს აქცევს მის გარშემო არსებულ რეალურ მოვლენებს და, სინამდვილის ნაცვლად, გვიხატავს მხოლოდ იმას, რაც არ არის, მაგრამ სასურველია, რომ იყოს. ამ სასურველს, ანუ  იდეალურს  იგი უპირისპირებს ხშირად მისთვის მიუღებელი ცხოვრების სინამდვილეს და შემოქმედებაში მთავარ მნიშვნელობას გრძნობას და ოცნებას,  ფანტაზიას  და პირად განწყობილებას ანიჭებს. ლიტერატურის  ისტორიაში  სინამდვილის მხატვრულად ასახვის სხვადასხვა მეთოდს ვხვდებით: მათ შორის მთავარია რომანტიზმი და რეალიზმი. ლიტერატურული მეთოდი მიმდინარეობისა და მიმართულებისაგან განსხვავების მიზნით უკანასკნელ ცნებებთან შეფარდებით უნდა განვიხილოთ. თუ ლიტერატურული მიმდინარეობა