Posts

შოთა ჩანტლაძე

Image
   აქ ერთ დროს...    აქ ერთ დროს რეკავდნენ ზარები თამამი და თითქოს დიდებას ამბობდნენ ღმერთების, აქ ერთ დროს ილოცდნენ წმინდანი მამანი და ბოლოს დასტოვეს მონასტრის კედლები.   და ბოლოს დასტოვეს მონასტრის არენი — სიკვდილის ჟამმა თუ დარეკა, ქარსა და ქვიშაზე უმიზნოდ ნარენი, ქარმა და ქვიშამვე წალეკა.   დაინგრა მონასტრის ზეცა და გუმბათი, დაინგრა კარები აღსავლის,  დადუმდნენ ზარები და დუმილს უმატეს და ხმა არ ისმოდა არსაით.   წავიდა წვიმა, და მოვიდნენ ქარები, წვიმები, ქარები მეასედ,  ციოდა მარიამს და დედის მკლავებში ციოდა პატარა იესოს.    1951       შოთა ჩანტლაძე   არა , არ მინდა სახელი და დიდება ! არა , არ მინდა დაფნის გვირგვინები ! არა , არ მინდა დაიწეროს ტომები იმის შესახებ , თუ როგორ ვწერდი ტომებს ! არ მინდა და იწეროს ჩემზე ვრცელი ბიოგრაფია ! არა , არ მინდა სახელი და დიდება ! მე მინდა სქოლიო ! სქოლიო … რა თბილია იგი . სქოლიო … რა სასიამოდ უღიტინებს იგი ჩემს გულს . სქოლიო … როგორ გავს იგი ჩემს ოთახს ( ზამთარში ). სქოლიო … როგორ გავს იგი სამარეს .