Posts

Showing posts from September, 2020

9 ოქტომბერი

Image
 მოუსმინეთ მურმან ჯინორიას https://m.soundcloud.com/geopoezia/9-geopoezia-com ელვარე და ლომფერი ელვარე და ლომფერი იყო ცხრა ოქტომბერი. მაგრამ თვალმა დათვალა მზე ბევრი და ცხრათვალა. ო, მზით გადანაცარო, ცხრა მუხა და ცხრა წყარო. რუსთაველი - ხანია, ისიც ცხრა ანბანია. ვნება იყო ღვარული ჩემი ცხრა სიყვარული. ოდეს გნახე, ლომფერი იყო ცხრა ოქტომბერი. 9 სიყვარული ცხრა ჩემთვის მზიანია, ელვარე და ლომფერი. როცა მე დავიბადე, იყო ცხრა ოკტომბერი. შემდეგ ნაზი დღეები თვალმა ვეღარ დათვალა, დღე ყოველთვის ცხრა იყო, და მზე მუდამ - ცხრათვალა. ოჰ, ტკბილო საქართველო! სუნთქვა გაუმაძღარო, შენი სახელებია ცხრამუხა და ცხრაწყარო. ცხრა - არჩევის დღე იყო პოეტების მეფეთა. ცხრას - პირველი გრიგალი გზაზე შემომეფეთა. სიტყვაში: რუსთაველი ცხრა ელვარე ხანია, სახელიც: გალაკტიონ - მხოლოდ ცხრა ანბანია. მახსოვს ზამთრის დღეები და სიბნელე გვიანი - როგორ უცებ მშველოდა ისევ ბუხრის ცხრიანი. ოჰ, ოცნებავ ყრმობისა, ცრემლი იყო ღვარული. ცხრა კლდესაც გაალხობდა ჩემი ცხრა სიყვარული. ცხრა ჩემთვის მზიანია, ელვარე და

შეხვედრა მსმენელთან

 ერთი ,,პოსტისთვის'' უნდა მეპასუხა და ფიქრს შევყევი და დავკარგე. მაგრამ აქ მაინც უნდა დავწერო... ხშირად გვსმენია და გვითქვამს, იქნებ კიდეც გვიკამათია იმაზე, უნდა ისწავლებოდეს თუ არა ესა თუ ის ნაწარმოები ამა თუ იმ კლასში.... რას გაიგებს ბავშვი? - ვფიქრობთ ხშირად..  და არ შეიძლება, რა თქმა უნდა, ამ ფიქრის უგულებელყოფა, რადგან ყოველ ასაკს თავისი  ინტერესები აქვს, თავისი დროის ჩარჩო და შესაძლებლობები... მაგრამ... ამასთან, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ფიქრი ჭაობივით გითრევს. მას თავისი ლოგიკა აქვს და რაც უფრო მიჰყვები, მით უფრო ღრმავდება... ამ ლოგიკას რომ მივყვეთ, პატარა ბავშვი სიღრმისეულად ვერაფერს გაიგებს! და არაფერი წაიკითხოს? და არაფერი ისწავლოს?!  ნაწარმოების გენიალურობის დასტური სწორედ ისაა, რომ ყველა ასაკისა და ყველა დონის მკითხველს სხვადასხვაგვარად, თავისებურად, თავისდაშესაფერისად ესმის. ამაში ცუდი არაფერია. და არც სამომავლოდ შეუშლის რამეში ხელს ადამიანს... დიახ, ბავშვობაში უამრავი ლექსი იცოდა ჩემმა თაობამ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჩემთვის, დამენახა  იმ თუ სხვა ლექსების სიღრმე.