შეხვედრა მსმენელთან

 ერთი ,,პოსტისთვის'' უნდა მეპასუხა და ფიქრს შევყევი და დავკარგე. მაგრამ აქ მაინც უნდა დავწერო...

ხშირად გვსმენია და გვითქვამს, იქნებ კიდეც გვიკამათია იმაზე, უნდა ისწავლებოდეს თუ არა ესა თუ ის ნაწარმოები ამა თუ იმ კლასში.... რას გაიგებს ბავშვი? - ვფიქრობთ ხშირად..  და არ შეიძლება, რა თქმა უნდა, ამ ფიქრის უგულებელყოფა, რადგან ყოველ ასაკს თავისი  ინტერესები აქვს, თავისი დროის ჩარჩო და შესაძლებლობები...

მაგრამ... ამასთან, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ფიქრი ჭაობივით გითრევს. მას თავისი ლოგიკა აქვს და რაც უფრო მიჰყვები, მით უფრო ღრმავდება... ამ ლოგიკას რომ მივყვეთ, პატარა ბავშვი სიღრმისეულად ვერაფერს გაიგებს! და არაფერი წაიკითხოს? და არაფერი ისწავლოს?!  ნაწარმოების გენიალურობის დასტური სწორედ ისაა, რომ ყველა ასაკისა და ყველა დონის მკითხველს სხვადასხვაგვარად, თავისებურად, თავისდაშესაფერისად ესმის. ამაში ცუდი არაფერია. და არც სამომავლოდ შეუშლის რამეში ხელს ადამიანს...

დიახ, ბავშვობაში უამრავი ლექსი იცოდა ჩემმა თაობამ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჩემთვის, დამენახა  იმ თუ სხვა ლექსების სიღრმე. პირიქით, მე ვიტყოდი, ეს შეგრძნება საოცარია, როცა ამჩნევ, რომ წლები გადის და იმავე ტექსტს სხვაგვარად კითხულობ... ეს გარდაუვალია, ეს ბედია დიადი წიგნებისა...

ამიტომ მე ვფიქრობ, მთავარია, რაღაც მარცვალი ან დეტალი მოვაწონოთ და შევაყვაროთ ნაწარმოებში ბავშვს, რომ სამუდამოდ კი არ დახუროს ის წიგნი და ავტორი, არამედ კიდევ მოუნდეს გადაკითხვა.. 

მთავარია, ფიქრი ვასწავლოთ.. მთავარია, საფიქრალი დავუტოვოთ და დროც მივცეთ და საშუალებაც, რომ ეს ფიქრი დაალაგოს და მისი გამოხატვა შეძლოს...

ამას ვფიქრობ და კიდევ პარალელურად უამრავრამეს, რომლის დაფიქსირებასა და გასუფთავებას ვერ ვასწრებ...

... 

და აი, მოახლოვდა დღე, როცა ჩემს ახალ მსმენელს უნდა შევხვდე, ზოგს ნაცნობს, ზოგს უცნობს.. და აუცილებლად რამე ახალი უნდა შევთავაზო. მათ ამის სჯერათ და ვერ დავაღალატებ... დაწყება კი ყოველთვის რთულია...

საიდან უნდა დავიწყოთ?

რა საყრდენი, საწყისი, ბიძგი, იმპულსი, ქვაკუთხედი ვიპოვოთ?

ფიქრი ერთი მიმართულებით გამირბის, რადგან ის ერთი ურთულესია, უმაღლესია....მაგრამ ურთულესია. იქნებ ბოლოსთვის უნდა მოვითხოვოთ და შეცეპოტინოთ?

მაგრამ კოელიოსეუკი მინიშნებაა ით აკივლდა კალენდრის ფურცელი - 8 ოქტომბერია. მერე და? არც არაფერი, რომ არა ის, რომ ხვალ პირველი გაკვეთილია, ხვალ, 9 ოქტომბერს!!!

თუ მუჰამედი არ მივა მთასთან, მთა თვითონ მივა მუჰამედთანო!!!! ,,გადმოხრილიყვნენ მთანიცა...'' და მწვერვალი გადმოიხარა და ხელი შევვაშველა, აზრი ჩაგვაგონა. 

აღარ ვეჭვობ! 9 ოქტომბერი 9 ოქტომბრით უნდა დაიწყო ... რომ მოიხიბლა, გაოცდე, აფორიაქდე, კითხვის ნიშნებში ჩაიძირა, დაიბნე, მაგრამ კი არ შეცურო, არამედ პირდაპირ გადაეშვა მეოცე საუკუნის უკიდეგანო ფერადტალღოვან ოკეანეში!

შეგახსენებთ! 

ამ ოკეანეში ერთნაირად გამოგადგებათ ცურვა, ყვინთვა ლივლივი, ნავი, ტივი, კანოე და დახრჩობაც კი!!

გისურვებთ მრავალწახნაგოვან ქარებსა და ამღვრეული ტვინებივით ამინდებს!

ნუ მოძებნით მიწას, ნაპირს, ნავსაყუდარს... ეძებეთ ახალი სიღრმეები!!!

Comments

Popular posts from this blog

შოთა ჩანტლაძე

ბესიკ ხარანაული

9 ოქტომბერი